CNN: ტრანსპორტის გრძელი რიგი რუსეთიდან საქართველოში გადასვლას ელოდება

გამოქვეყნდა:

CNN ავრცელებს Maxar Technologies-ის სატელიტური სურათებს, რომელიც კვირას არის გადაღებული და სადაც ჩანს, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, რუსეთის მხარეს, მანქანების გრძელი რიგი.

რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებსა და სურათებზე ასახულია, რომ უღელტეხილზე უმოძრაოდ მყოფი ტრანსპორტის გრძელ რიგებია. ორშაბათს, ტერიტორიიდან ატვირთული დრონის ვიდეო მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის მხარეს ასობით მანქანაა თავმოყრილი, თვითმხილველები ამბობენ, რომ ხალხი 48 საათი ელოდება საქართველოში გადასვლას -წერს CNN.

რამდენიმე ვიდეოში ჩანს რუსეთის უსაფრთხოების დამატებითი ძალები, რომლებიც საზღვარზე ჯავშანტრანსპორტიორით ჩამოდიან.

ზემო ლარსზე, ჩრდილოეთ ოსეთიდან საქართველოში და სხვა სასაზღვრო პუნქტებზე რიგები გაჩნდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. 

"ამ დროისთვის საზღვარი კვლავ ღიაა" - წერს CNN.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი