„რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“ - ფილმის ჩვენება ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე

გამოქვეყნდა:

ევროპული საქართველოს, ამომრჩეველთან განათლების საზოგადოების, ტაბულას, თავისუფალი უნივერსიტეტისა და აფხაზთა კრების ორგანიზატორობით ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ რუხში, ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარეობს ფილმის ჩვენება სახელწოდებით „რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“. 

ფილმში ნაჩვენები და მონათხრობია ის საშინელი დანაშაულები, რომელიც კაცობრიობის წინაშე ბოროტების იმპერიამ, რუსეთმა, აფხაზეთში ქართველთა გენოციდის განხორციელებისას ჩაიდინა.

ამავე ღონისძიების ფარგლებში, ხვალ, სოხუმის დაცემის დღეს, თბილისში საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების დასაცავად მსვლელობა გაიმართება. მსვლელობა რუსთაველის ძეგლიდან დაიწყება და პარლამენტთან პროგრამით დასრულდება.

„დღევანდელი დღე ალბათ არის ყველაზე მძიმე დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენთვის გარდა მორალური ვალდებულებისა, რომ ეს დღე გვახსოვდეს, გვახსოვდეს ის მსხვერპლი რაც ქართველებმა გაიღეს, როდესაც რუსეთმა გენოციდი დააორგანიზა, ასევე აქვს ის მნიშვნელობა რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმ რწმენის გარშემო რომ ჩვენ არასდროს არ დაგვავიწყდება თუ ვინ არის ჩვენი მტერი დღეს სანამ ეს მტერი მტრობს. ეს იყო პუტინამდე და ეს შეიძლება იყოს პუტინის შემდეგაც.

ჩვენ ვერ უნდა აგვირიოს გზაკვალი ამ მთავრობის მოღალატეობრივმა პროპაგანდამ, რომელსაც უნდა რომ მტერი და მოყვარე ერთმანეთში აზილოს, უნდა რომ საქართველო მარტო დატოვოს ამ მტრის წინაშე, რომელმაც მაშინ მოგვიწყო გენოციდი, როდესაც დასუსტებული იყო. მხოლოდ იმიტომ მოახერხა ეს ადვილად, რომ საქართველო ობიექტური გარემოებების გამო და ბევრი შეცდომის გამო რაც დასავლეთმა დაუშვა, არ იყო ყურადღების ცენტრში. აღარასდროს არ უნდა დავხვდეთ მოუმზადებლები და დასავლეთის დახმარების გარეშე გარე მტერს იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ მსხვერპლი, რისკენაც ამ რეჟიმს მიჰყავს საქმე. ისინი მზად არიან საკუთარი ძალაუფლებისთვის საქართველო გადაკიდოს მოკავშირე დასავლეთს ანუ გააკეთოს პუტინის საქმე. ამიტომ ეს დღე მაშინ, როცა უკრაინა გმირულად იბრძვის და ამარცხებს დიდი მსხვერპლით, თუმცა მაინც ამარცხებს მის მტერს, არის ჩვენთვის დიდი შესაძლებლობა რომ ამის გარშემო მივაღწიოთ თავისუფლებას, გამთლიანებას, ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას და ჩვენი მტრის მოგერიებას თავისუფალ სამყაროსთან ერთად, ოღონდ ამას სჭირდება მთავრობა, რომელიც ფიქრობს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესზე და არა ივანიშვილის ფულზე ან ძალაუფლებაზე.“- თქვა "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ,  გიგა ბოკერიამ.

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. წელს 29 წელი გადის.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი