დონეცკზე რუსეთის შეტევის მუდმივი მცდელობა, ომების ისტორიაში დარჩება როგორც საკუთარი ჯარისკაცების ყველაზე ცინიკური მკვლელობა - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"მიუხედავად რუსეთისთვის ომის აშკარა უაზრობისა და ოკუპანტების მიერ ინიციატივის დაკარგვისა, რუსი სამხედროები სარდლობას მაინც სიკვდილამდე მიჰყავს.
დონეცკის რეგიონზე რუსეთის შეტევის მუდმივი მცდელობა აუცილებლად დარჩება ომების ისტორიაში, როგორც საკუთარი ჯარისკაცების ერთ-ერთი ყველაზე ცინიკური მკვლელობა.
როდესაც ამას ვხედავთ, როდესაც ვხედავთ ამ შეტევებს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რუსული მობილიზაცია არის გულწრფელი მცდელობა, ადგილზე მეთაურებს მუდმივი "ქვემეხის საკვები" მიეცეს. რუსულ მობილიზაციას სხვა აზრი არ აქვს.
ისინი გრძნობენ, რომ აგებენ და უბრალოდ ცდილობენ ამ მომენტის გადადებას, ფრონტზე მაინც უზრუნველყონ რაიმე აქტივობა, მკვდრების ნაცვლად იარაღით ხელში მაინც ჩააბარონ ვინმე.
სამწუხაროდ, რუსეთის საზოგადოებამ ჯერ არ იცის რუსეთის ხელისუფლების მთელი სისასტიკე საკუთარი ხალხის მიმართ. მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთის თითოეულმა მოქალაქემ აღიაროს, რომ საკუთარი სახელმწიფო ართმევს მას ყველაზე მნიშვნელოვანს - სიცოცხლის უფლებას."

ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი საღამოდ ვიდეომიმართვაში. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი