ივანიშვილი 2020-ის სიაში - გახარია პარტიის თავმჯდომარის მორიგ დაბრუნებას არ გამორიცხავს

გამოქვეყნდა:

რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. რა თქმა უნდა... - ასე პასუხობს პრემიერ მინისტრი კითხვას, იქნება თუ არა "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში ბიძინა ივანიშვილი.

გიორგი გახარია პარტიის თავმჯდომარის მონაწილეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში არ გამორიცხავს და ამბობს, რომ გამოწვევების ფონზე, მმართველ გუნდს არ სცალია გამართოს დისკუსია, ვინ იქნება სიის სათავეში. რაც შეეხება პირია და მის ყოფნას სიაში, გახარიას თქმით, ამას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

ჩვენი ეპიდემიოლოგიური კრიზისი გადაიზარდა ეკონომიკურ კრიზისში და ჩვენი ამოცანა არის, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს თითოეულ ქართველ ოჯახს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და მესამე ამოცანაა ამ ორი კრიზისის პირობებში, პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში - წყნარად, მშვიდად და დემოკრატიულად ჩავატაროთ არჩევნები - ამბობს გახარია.

მისივე თქმით, დემოკრატიული არჩევნები ვაი პოლიტიკოსების სპეკულაციებს დაუსვამს წერტილს:

ყველამ ერთად უნდა ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, ეს არის მთავარი ამოცანა. ეს არის ის გასაღები, რომელიც იმ ბევრ სპეკულირებას, რის სივრცესაც ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსი ქმნის, ერთხელ და საბოლოოდ დაესმევა წერტილი - ამბობს გახარია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი