
თურქეთის სამხრეთ პროვინციაში, მერსინში ორშაბათს, გვიან ღამით აფეთქება მოხდა. დაიღუპა ერთი და დაიჭრა, ასევე, ერთი პოლიციელი.
თურქეთის პოლიცია ამბობს, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK) იყო, და რომ ორი ქალი, რომლებმაც განახორციელეს თავდასხმები, დაიღუპა აფეთქებების დროს.
უწყების ცნობით, ორმა თავდამსხმელმა ჯერ ესროლა მორიგე პოლიციელს, შემდეგ კი აიფეთქეს მათზე დამაგრებული ბომბები.
PKK-მ 1984 წელს დაიწყო აჯანყება თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ. PKK-ს თურქეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევენ.