მიუღებელია, მდიდარმა NGO-ებმა დაადასტურეს, რომ ისინი არიან კლანი - კობახიძე ომბუდსმენის კანდიდატებზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახალხო დამცველის კანდიდატად 3 პირის დასახელებას მიუღებელს უწოდებს. მისი აზრით, ეს არის არასამთავრობოების კლანი, რომელიც დახურულ რეჟიმში მოქმედებს.

"ამ გადაწყვეტილებით ენჯო-ებმა, მდიდარმა ენჯეო-ებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი არიან ერთგვარი კლანი და კლანის პრინციპებით მოქმედებენ. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ უპრეცედენტოდ ღია, გამჭვირვალე, გახსნილი პროცედურა შევთავაზეთ საზოგადოებას, ნებისმიერ ადამიანს მივეცით საკუთარი კანდიდატურის დასახელების საშუალება, ერთგვარი კონკურსი გამოცხადდა პარლამენტში, ამის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები აფასებენ კანდიდატებს, შემდეგ მხოლოდ ოპოზიცია ასახელებს, ეს არის გახსნილი პროცესი, რომელიც შევთავაზეთ საზოგადოებას.

ამ დროს დახურულ რეჟიმში, მთლიანად დახურულ რეჟიმში, რამდენიმე ენჯეოს კლანი ასახელებს თავის კანდიდატებს. რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელია და აჩვენებს მათ დამოკიდებულებას ზოგადად მოვლენების მიმართ. ეს არის ძალიან დახურული კლანი და სწორედ ამიტომ მოქმედებენ დახურული ფორმატებით, დახურული პროცედურებით. ჩვენ ვართ გახსნილი და ღია, ისინი არიან დახურულები", - თქვა კობახიძემ. 

მისი განცხადებით, დასახელებული სამი კანდიდატიდან ნებისმიერ მათგანს შეუძლია შემოიტანოს განაცხადი საჯარო კონკურსში, რომელიც პარლამენტის მიერაა გამოცხადებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი