ცენზურის დაწესება - ბექაურის კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს 

გამოქვეყნდა:

აღსრულების ისეთი მექანიზმის გამოყენება, როგორიც არის სპეციალური მმართველის დანიშვნა, შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, როცა ავტორიზებული პირი კომისიის მიერ, მინიმუმ ოთხჯერაა სანქცირებული  - გაფრთხილება და სამი ჯარიმა - მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი კახა ბექაური კომისიის ინიცირებულ ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანოში წარადგენს.

კანონპროექტს, რომელიც მედიაორგანიზაციებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა უკვე შეაფასეს, როგორც ცენზურის დაწესების მცდელობა, საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

ბექაურის მოთხოვნის უკან ოპოზიცია ივანიშვილს ხედავს და წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს, მათი თქმით, "ქართული ოცნება" გადამწყვეტი არჩევნების წინ კრიტიკული მედიის განეიტრალებას ცდილობს

ეს ცვლილებები არის იმის მაუწყებელი, რომ ივანიშვილი გეგმავს ყველა მედიასაშუალებაზე ზეგავლენის მოხდენას, რომელი მას არ ემორჩილება - ამბობს "ენმ-ს წევრი ზაალ უდუმაშვილი

ამ კანონის მიღების შემთხვევაში ვერც ინვესტორებზე ვეღარ ვიფიქრებთ ამ კონკრეტულ სფეროში. სფეროში მოქმედ ავტორიზებულ პირებს შეექმნებათ ბევრი პრობლემა და სახელმწიფო ხელში ჩაიგდებს გაუმართლებელ ბერკეტს დროებითი მმართველის მეშვეობით" ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე.

ის, რომ ახალი კანონპროექტი ცენზურის საფრთხეს შეიცავს, არ ეთანხმება არც პრემიერ მინისტრი და შესაბამისად არც მმართველი გუნდი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი