პოლარიზაციამ, რომელიც შემოჰქონდა ენმ-ს პოლიტიკურ სისტემაში, ენმ-ს შიგნით გადაინაცვლა - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"პოლარიზაციამ, რომელიც შემოჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ სისტემაში, "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით გადაინაცვლა, რაც არის ძალიან კარგი, ბუნებრივია, იქ არის შიდა დინებები, არის რა თქმა უნდა, უამრავი კერძო ინტერესი და ოლიგარქების ინტერესები.

მაგალითად, გამოიკვეთა, ბოლო დღეებში, განსაკუთრებით, ერთ-ერთი ოლიგარქის კეზერაშვილის ინტერესების გამოიკვეთა. არის კიდევ მეორე ოლიგარქის – სააკაშვილის ინტერესები, რომელიც ცალკე იკვეთება, არის ამ ინტერესების დაპირისპირება, რაც ძალიან კარგია. [...] რაც უფრო სუსტია ხოლმე ნაცმოძრაობა, მით უფრო ძლიერია საქართველოში პოლიტიკური სისტემა და მით უფრო დაბალია პოლარიზაციის ხარისხი".

ამბობს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირკლი კობახიძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი