სახელმწიფო საზღვარს სრულფასოვნად იცავს, არ მგონია, რაიმე შეშფოთების მიზეზი გვქონდეს - სარჯველაძე

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლის ფონზე საფრთხეები არ არსებობს და მთავრობა საზღვარს "სრულფასოვნად აკონტროლებს". 

სარჯველაძის თქმით, რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვა შეფერხებებს რუსეთში მცხოვრებ ქართველებს შეუქმნის.

"სახელმწიფო დღეს საკუთარ საზღვარს სრულფასოვნად იცავს. მიგრაციულ ნაკადებსაც რეალურად, უნაკლოდ მართავს საქართველოს ხელისუფლება და არ მგონია, რომ სადმე რაიმე შეშფოთებისა და შორსმიმავალი დასკვნების მიზეზი გვქონდეს ვინმეს, ქვეყნის ან გულშემატკივარს ან მტრულად განწყობილს. დღეს საქართველოში ამ თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ შეინიშნება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, მსურველთა რაოდენობა ან დიდი იყოს ან ნაკლები საქართველოში მოგზაურობისა, არაფერი გრანდიოზული აქ არ ხდება", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

 

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს საზღვართან ისევ სამანქანო რიგებია. რუსეთის მოქალაქეები მეზობელ სახელმწიფოებში ქვეყნიდან მას შემდეგ გარბიან, რაც პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. განკარგულების თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება მხოლოდ მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად რეზერვში არიან და, უპირველეს ყოვლისა, ისინი, ვინც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობები და შესაბამისი გამოცდილება. 

რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოდინების გამო ოპოზიციის ნაწილი, ასევე სამოქალაქო სექტორი რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას მოითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი