აშშ-ს კონგრესის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ქვეყანაში ცვლილებების დრო მოვიდა- ასე აფასებს ქართული ოპოზიციური სპექტრი აშშ-ს კონგრესის იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოსთვის ფინანსური დახმარების 15%-ის გაყინვას მხარი დაუჭირა.
ერთსულოვნად სანქციების მიღება საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, არის საგანგაშო პოლიტიკური აქტი. მაღალია ალბათობა იმისა, რომ სენატშიც დამტკიცდეს ეს, მაგრამა თავისთავად ამ აქტის მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ ქართულ ოცნებაში განგაშის ზარები უნდა შემოკრან - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, დეპუტატი გიორგი კანდელაკი.
„ახალი საქართველოს“ ლიდერი ამბობს, რომ დაწესებული სანქციები მძიმედ დააწვება საქართველოს მოსახლეობას და არა ბიძინა ივანიშვილს. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ოლიგარქიული მმართველობა ქვეყანას ძვირი უჯდება:
დიახ, ეს სანქციებია და ივანიშვილის მავნებლური რეჟიმიდან გამომდინარე, ჩვენ მივედით იმ ზღვარამდე, რომ რუსეთთან ერთად ჩვენს რეგიონში ერთადერთი გამონაკლისია საქართველო, რომლის მიმართაც სანციების გამოყენება უწევს აშშ-ს - ამბობს ვაშაძე
"ამ ადამიანმა თავისი ნარცისიზმით, თავისი უვიცობით, გადაჩეხა საქართველო, გაწირა იგი იზოლაციისთვის"- ასე აფასებს "ლელოს" წევრი, გრიგოლ გეგელია მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზოგიერთი ჩვენი ვაი პოლიტიკოსის გამო ხდება მცდელობები, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩათრეული შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში - ასე აფასებს პრემიერ მინისტრი აშშ-ს კონგრესის იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოსთვის ფინანსური დახმარების 15%-ის გაყინვას მხარი დაუჭირა.
ხელისუფლფებაში ოპოზიციის მოსაზრებებს არ იზირებენ და ყველაფერს ისევ ოპონენტებს აბრალებენ
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების 15%-ის გაყინვას გულისხმობს. კანონპროექტს 29 მომხრე და 21 მოწინააღმდეგე ყავდა.