
გალაპაგოსის კუნძულებთან გემის ჩაძირვას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას abcnews ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით გემი ტორტუგას ყურესთან, ისლა იზაბელასა და სანტა კრუზს შორის ჩაიძირა.
სანტა კრუზის ოფიციალური პირების ცნობით, მაშველებმა 31 მგზავრი გადაარჩინეს.
გემის ჩაძირვის მიზეზად, საწვავის ამოწურვის შემდეგ, ნავის სამივე ძრავის გაჩერება დასახელდა.