ქუთაისში სახელმწიფო ქონებას ყიდიან, - ჭავჭავაძის გამზირზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ძველ ფილებს კი კომპანია ყიდის.
ფაქტი ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციამ შეისწავლა და დადასტურდა, რომ მეორადი ფილების ფასი ადგილზე კვ.მ 5 ლარია, ამის დასადასტურებლად კი მათ აუდიო ჩანაწერი გაავრცელეს, სადაც ჩანს, რომ ქვაფენილის ყიდვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.მოძრაობის წევრები შესაბამის უწყებებს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
ადგილზე სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.