რუსული მედიის მტკიცებით, "რეფერენდუმებზე", უმრავლესობამ რუსეთთან შეერთებას "მისცა ხმა"

გამოქვეყნდა:

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ ე.წ. რეფერენდუმებზე წინასწარი მონაცემებით, აბსოლუტურმა უმრავლესობამ "რუსეთთან შეერთებას მისცა ხმა" - აინფორმაციას bbc რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ხმების დაახლოებით მეხუთედი.

  • რუსეთთან შეერთებაზე თანხმობა:
  • ხერსონის რეგიონში 97%-მა მისცა ხმა,
  • ზაპოროჟიეს რეგიონში 98%-მა,
  • ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში 98%-მა და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაშიც 98%-მა.

შეგახსენებთ, რომ არც უკრაინა და არც ცივილიზებული სამყარო " რეფერენდუმებს" არ აღიარებს და აცხადებს, რომ მისი შედეგები რუსეთის მიერ, წინასწარ არის დაწერილი. 

ცნობისთვის, ე.წ. რეფერენდუმი რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით უკრაინის ოთხ ოკუპირებულ ოლქში - დონეცკში, ლუგანსკში, ხარკოვსა და ზაპოროჟიეში, 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბერს დასრულდა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი