რუსეთის მიერ გამართულ "რეფერენდუმებს" არ აქვთ ლეგიტიმაცია, ეს მიწები უკრაინას ეკუთვნის - სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას, იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სტოლტენბერგი წერს, რომ რუსეთის მიერ გამართულ "რეფერენდუმებს" ლეგიტიმაცია არ აქვთ. 

"ნატოს მოკავშირეები ურყევად უჭერენ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და თავდაცვის უფლებას. რუსეთის მიერ გამართულ ფიქტიურ რეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. ეს მიწები უკრაინას ეკუთვნის", - წერს სტოლტენბერგი.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი