რუსები მობილიზაციისგან თავის დასაღწევად, ერთმანეთს ასახიჩრებენ და თავს იწვავენ

გამოქვეყნდა:

სუიციდის მცდელობა, მოტეხილობები, დამწვარი კიდურები და გაყალბებული სამედიცინო დასკვნები - რუსეთის მოქალაქეები რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ, ყველა მეთოდით ცდილობენ თავი დააღწიონ მობილიზაციას და უკიდურეს ზომებსაც არ ერიდებიან. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რეკორდულად არის გაზრდილი სამედიცინო პუნქტებში ახალგაზრდების მიმართვიანობა. 

პარალელურად, რუსეთი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. განსაკუთრებით რთულია ვითარება დაღესტანში, სადაც პროტესტს სამართალდამცველები დაკავებებითა და მოსახლეობასთან დაპირისპირებით ახშობენ. 

რუსეთიდან გაქცევის მსურველთა დიდი ნაკადის გამო ჩინეთმა სახმელეთო საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა და დამატებითი მავთულხლართებიც კი აღმართა. ბელორუსთან მიღწეული შეთანხმებით კი რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესულ რუს მამაკაცებს დააკავებენ და კრემლს გადასცემენ. ევროპის არაერთმა ქვეყანამ კი უკვე დიდი ხანია რუსეთის მოქალაქეებისთვის საემიგრაციო პოლიტიკა გაამკაცრა.  ამ ფონზე , კი საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ საქართველო-რუსეთის საზღვართან უჩვეულო არაფერი ხდება და ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება .
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი