ომბუდსმენობის 3 კანდიდატი - "ოცნებამ" შერჩევის პროცესის დისკრედიტაცია დაიწყო

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის პროცესის  დისკრედიტაცია უკვე დაწყებულია. ქართული ოცნების სამიზნე კვლავ სამოქალაქო საზოგადოებაა, რომელიც რამდენიმე კვირა მსჯელობდა  ომბუდსმენობის იმ პრეტენდენტებზე, რომელიც პარლამენტს უნდა წარედგინოს. ცნობილია კანდიდატურების ვინაობა - გიორგი ბურჯანაძე, ანა აბაშიძე და ნაზი ჯანეზაშვილი - ესენი არიან არასამთავრობო ორგანიზაციების რჩეულები, რომლებსაც ოპოზიციის მხარდაჭერა უკვე აქვთ, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ სწორედ მათი წარდგენის შემდეგ დაიწყება რთული პროცესები. რადგან დამოუკიდებელი და ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი პრეტენდენტები ქართული ოცნების ინტერესებს არ პასუხობენ და ახლა მმართველი გუნდი ყველა გზით შეეცდება მათ დისკრედიტაციას და კანდიდატურების ჩაგდებას

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი