
რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ, ევროკავშირის ტერიტორიაზე დაახლოებით 66 000 რუსი შევიდა , - ინფორმაციას reuters, ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოს Frontex-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"გასული კვირის განმავლობაში, რუსეთის თითქმის 66 000 მოქალაქე ევროკავშირის ტერიტორიაზე შევიდა, რაც 30%-ზე მეტია წინა კვირასთან შედარებით. რუსების უმეტესობა ფინეთსა და ესტონეთში ჩავიდა", - წერია განცხადებაში.
ბოლო 4 დღის განმავლობაში, ფინეთში რუსეთის 30 000 მოქალაქე ჩავიდა.
Frontex-ის შეფასებით, საზღვრის უკანონო გადაკვეთა სავარაუდოდ გაიზრდება, თუ რუსეთი გადაწყვეტს საზღვრის დახურვას პოტენციური წვევამდელებისთვის.