"კრაკენის" სპეცრაზმმა რუსებისგან ხარკოვის ოლქის კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, "კრაკენის" სპეცრაზმმა  ხარკოვის რეგიონის დასახლება, კუპიანსკ-უზლოვა, რუსი  ოკუპანტებისგან  გაათავისუფლა. ქალაქის თავზე ისევ უკრაინის დროშა ფრიალებს.

- "დღეს, 2022 წლის 27 სექტემბერს, კრაკენის სპეცრაზმმა გაათავისუფლა კიდევ ერთი ქალაქი, კუპიანსკი-უზლოვი.", -  წერია განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში რუსი დამპყრობლებისგან უკვე 454 დასახლება გაათავისუფლეს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონში კონტრშეტევა ოფიციალურად სექტემბრის დასაწყისში დაიწყეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი