პრეზიდენტი უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის აუცილებლობას ხედავს | ზურაბიშვილი გომელაურს შეხვდა 

გამოქვეყნდა:

ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო თავშესაფარი საქართველოა. ერთადერთი, ვინც ოფიციალური მონაცემებით დაინტერესდა საქართველოს პრეზიდენტია, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადებიდან იკვეთება,რომ სალომე ზურაბიშვილი უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის მომხრეა,თუმცა ჯერჯერობით ქართული ოცნების ხელისუფლება ისევ დუმს და ოკუპანტი ქვეყნიდან საფრთხეს ვერ აღიქვამს.

"შეხევდრისას პრეზიდენტმა საკითხის ირგვილივ მიიღო სრულყოფილი ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ამომწურავი ინფორმაცია იმ საკითხზე, რომელიც მას აღელვებს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული იყოს ყველა მექანიზმი, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატიც, რათა აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებაში აღარ დარჩეს კითხვები, ჰქონდეს განცდა, რომ რისკები გათვალისწინებული და ყველა ბერკეტი გამოყენებულია"- ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხდებაში. 

ხელისუფლებიდან ჯერჯერობით, ასევე, ერთადერთი აღმოჩნდა პრეზიდენტი, რომელმაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმები დაგმო.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი