პენსილვანიაში "მთავარი არხის" მხარდასაჭერად, "ქართული რთველის ფესტივალი" გაიმართა

გამოქვეყნდა:

რთველი პენსილვანიაში "მთავარი არხის" მხარდასაჭერად - ორგანიზაციის „ამერიკელი ქართველები პროგრესისთვის“ ორგანიზებით, პენსილვანიის შტატში, ყოველწლიური, საქველმოქმედო ღონისძიება „ქართული რთველის ფესტივალი“ გაიმართა.

ღონისძიების მიზანი წელს, "მთავარი არხისა" და უკრაინელი მებრძოლების დახმარება იყო.

"მთავრი არხია ჩვენი ყურადღების ცენტრში, რომელსაც ძალიან ჭირს ეკონომიკურად. ვეხვარებით მთავრ არხს და იმ უსამართლოდ დევნილი და დატყვევებული ხალხის მხარდაჭერია ყველა ვინც აქ არის შეკრებილი. საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ნიკა გვარამის გულშემატკივრები ვართ სულ ყველა" -  თქვა ორგანიზაცია „ამერიკელი ქართველების თანადამფუძნებელმა“, დავით ცქიფურიშვილმა. 

საქველმოქმედო ღონისძიებაში, ამერიკაში მცხოვრები, 100-ზე მეტი ქართველი ემიგრანტი მონაწილეობდა. ყურძენი დაწურეს და ასევე  წარმატებული ქართველი კულინარების მიერ მომზადებული ტრადიციული კერძების პრეზენტაცია მოაწყვეს.

"მე აქ ვარ იმისთვის, რომ საქართველოში მთავარ ოპოზიციურ არხს ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო და ასევე გამოვხატო ჩემი პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით"- ამბობს საქველმოქმედო ღონისძიების მონაწილე, სანდრა სტეიმოსი. 

ქართველმა ემიგრანტებმა შეგროვებული თანხა  "მთავარი არხის" დახმარების ფონდში გადარიცხეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი