ბაიდენმა კონგრესს უკრაინის ბირთვული უსაფრთხოებისთვის დამატებითი $35 მილიონი სთხოვა

გამოქვეყნდა:

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესს სთხოვს უკრაინას დამატებით ბირთვული უსაფრთხოებისთვის 35 მილიონი დოლარი გამოუყოს.

CNN-ის ცნობით, თანხები უნდა გამოიყოს აშშ-ის ბირთვული უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციას, რომელიც აკონტროლებს უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოებას.

აღნიშნულია, რომ თანხები უნდა გამოიყენებოდეს დამატებითი სენსორების შესაძენად და ტექნიკურად, „მონაცემთა შეფასებისა და ანალიზისთვის, ასევე, უკრაინის ეროვნული გვარდიისთვის ატომურ ელექტროსადგურებზე დაცვის საშუალებების უზრუნველსაყოფად. 

გარდა ამისა, თანხა უნდა იყოს შეტანილი საერთო 12 მილიარდი დოლარის დახმარების მთლიან პაკეტში, რომელსაც თეთრი სახლი სთხოვს კონგრესს მომავალ წელს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი