"ადამიანმა 500-დოლარიანი, 700-დოლარიანი მანქანა კი არ უნდა შეიძინოს იმისთვის, რომ ერთი ადგილიდან მეორემდე გადაადგილება მოახერხოს, ისეთი კომფორტული უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ მას ამის საჭიროება არ უნდა ჰქონდეს. და გაძლევთ პირობას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენ ქალაქში იქნება ყველაზე სწრაფი, ყველაზე კომფორტული და ყველაზე ხელმისაწვდომი. ზუსტად ამის გამო კეთდება ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც დღეს, რა თქმა უნდა, გვაძლევს პრობლემას, არავინ არ გაურბის, არავინ არ უარყოფს იმას, რომ არის დისკომფორტი, დიახ, სამწუხაროდ არის დისკომფორტი, იმიტომ, რომ ორი მნიშვნელოვანი კვანძი, ორი მნიშვნელოვანი გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი და მელიქიშვილის გამზირი გადათხრილია და მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი სამუშოები. [...] ცხადია არის დისკომფორტი, მაგრამ მეგობრებო, მერწმუნეთ, რომ ძალიან მალე სამუშაოები იქნება დასრულებული და ეს პრობლემა რაც გვაქვს დღეს გადაადგილების თვალსაზრისით, იქნება მოხსნილი."
თქვა თბილისის მერმა, კახი კალაძემ.