დაპროექტებული იყო მეორე ჩამსვლელ-ამოსასვლელი, ამ პროექტის განხორციელება გვსურს - კალაძე მეტრო ახმეტელზე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერი, კახი კალაძე ამბობს, რომ სურთ კომუნისტების დროს დაპროექტებული "ახმეტელის მეტროს" მეორე ჩამსვლელ-ამომსველის პრექტის განხორციელება, რათა მგზავრთა ნაკადი არსებულ შესასვლელში რიგში არ იდგეს. 

ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხზე აზიის განვითარების ბანკთან მუშობენ.

"მეტროშიც გვაქვს გარკვეული პრობლემები, განსაკუთრებით პიკის საათში, ეს არის "ახმეტელის" ჩამსვლელ-ამომსვლელი, განსაკუთრებით ჩამსვლელი, როდესაც ადამიანების დიდი რაოდენობა მიდის და არსებული შესასვლელი ვერ ატარებს უბრალოდ ადამიანებს. მეტროს გადაყვანის თვალსაზრისით, ბაქნიდან მგზავრების აყვანის თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ აქვს. ამასაც მივხედავთ, ამასაც მოვაწესრიგებთ. 

კომუნისტების დროს იყო დაპროექტებული მეორე ჩამსვლელ-ამოსასვლელი, ამაზე აქტიურად ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან, ცოტა მოგვიანებით მოგაწვდით უფრო დეტალურ ინფორმაციას, გვინდა ამ პროექტის განხორციელება", - თქვა კახი კალაძემ. 

მისი განცხადებით, ჩამსვლელ-ამომსვლელის მიმდებარე ტერიტორია გასხვისებულა, თუმცა მუნიციპალიტეტი მას დაიბრუნებს.

კახი კალაძემ ვიცე-მერს დაავალა, რომ დაიწყონ მუშაობა, თუ როგორ შეიძლება ნაკადების მართვა "სადგურის მოდენის" 70 კილომეტრიან გვირაბზე, ასევე, ჩაერთონ ექსპერტები გვირაბის გაგანიერებასთან დაკავშირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი