ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ისევ კილომეტრიანი რიგებია. რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოქალაქეები ფეხით, ველოსიპედით და საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს მხარეს გადმოდიან. 

"მე პოლიტიკურად აქტიური ვიყავი რუსეთში და ვფიქრობ ჩემთვის საშიშია იქ დარჩენა. მითუმეტეს იმ დროს, როდესაც რუსეთში მობილიზაციაა  გამოცხადებული, ძალიან მარტივად გადმოვედი საქართველოში, კითხვები არ დაუსვამთ. 10 საათი რუსეთის მხარეს, 9 საათი კი საქართველოს ტერიტორიაზე რიგს ველოდებოდი", - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. 

დღეს ლარსიზე "დროას" ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება. იხილეთ ასევე: 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი