ნაკადების მართვა და სადგურის მოედნის მეტროს გვირაბის გაგანიერება... | კალაძის დავალებები წილოსანს

გამოქვეყნდა:

მინდა დავავალო ურბანული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს, რომ დაიწყოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა - თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ვიქტორ წილოსანს მეტროში ნაკადების მართვა დაავალა. 

მთავრობის სხდომაზე კალაძემ "სადგურის მოედანზე" გადასასვლელი გვირაბის გაგანიერებაზეც ისაუბრა. 

„მე მინდა დავავალო ურბანული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს, რომ დაიწყოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს. პირველად სატესტო რეჟიმში შეიძლება გამოვიყენოთ განვითარებული ქვეყნების მაგალითები, როგორც მაგალითად, ლონდონის მეტროში ვიცით როგორ ხდება ნაკადების მართვა. შესაბამისად, მინდა მოგიწოდოთ უფრო მეტი ჩართულობისკენ, ჩართეთ ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და ვნახოთ რა შესაძლებლობებია ნაკადების მართვის თვალსაზრისით.

ეს შეიძლება პირველ ეტაპზე გარკვეული დისკომფორტი იყოს. შეიძლება ვიღაცისთვის სასაცილოც, მაგრამ სასაცილოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. ამიტომ დაიწყეთ ყველანაირად ყველა ძალის გამოყენება და ნახეთ ყველა შესაძლებლობა, როგორ შეიძლება ნაკადების მართვა. თუ გამოგვივა, ვნახოთ სატესტო რეჟიმში. პარალელურად ჩართეთ საერთაშორისო ექსპერტებიც და დავიწყოთ მუშაობა არსებული გვირაბის გაგანიერებაზე და მოწესრიგებაზე იმისთვის, რომ პრობლემას არ წარმოადგენდეს ამ გვირაბში გადაადგილება”, - თქვა კალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ წილოსანმა დედაქალაქში საცობების პრობლემაზე ისაუბრა და თქვა, რომ პრობლემას მეტროში მგზავრთა უწესრიგო მოძრაობა წარმოშობს. 

ამავე თემაზე:

ფოტო: ანა მარშანია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი