ბულგარეთი და პოლონეთი მოქალაქეებს რუსეთის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებენ

გამოქვეყნდა:

ბულგარეთისა და პოლონეთის ხელისუფლებები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დატოვონ რუსეთი. შესაბამისი განცხადება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.

პოლონეთმა თქვა, რომ"უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესების, საზღვრების ჩაკეტვისა და სხვა არაპროგნოზირებადი მოვლენების შემთხვევაში", რუსეთიდან ევაკუაცია შესაძლოა რთული ან თუნდაც შეუძლებელი იყოს საჰაერო მიმოსვლის ნაკლებობის გამო. 

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "რთული სიტუაციის“ გამო მოქალაქეებს რუსეთის სასწრაფოდ დატოვება მოსთხოვა. სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს, ყურადღებით აკონტროლონ როგორ განვითარდება ვითარება და დაუკავშირდნენ საელჩოს მოსკოვში და გენერალურ საკონსულოს სანქტ-პეტერბურგში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი