რუსული "Мир-ის" ბარათების მიღება ყველა თურქულმა ბანკმა შეწყვიტა - მედია

გამოქვეყნდა:

თურქეთში არ დარჩა ბანკები, რომლებიც მიიღებენ "Мир-ის" ბარათებს - იტყობინება თურქული არხი NTV.

მედიის ცნობით, თურქეთის სახელმწიფო ბანკებმა  "Мир-თან" მუშაობაზე უარი განაცხადეს, მანამდე კი კერძო ბანკებმა ბარათების მიღება შეწყვიტეს.

ამავდროულად, რუსული სააგენტო TASS-ის კორესპონდენტი იუწყება, რომ სახელმწიფო ბანკები: Halkbank და Ziraat bankasi აგრძელებენ ლირის გაცემას Мир-ის ბარათებიდან, მაგრამ სხვა სახელმწიფო ბანკმა, VakifBank-მა შეწყვიტა ამ ბარათებზე ნაღდი ფულის გაცემა.

BBC წერს, რომ გასულ კვირას თურქულმა სასტუმროებმა შეწყვიტეს Мир-ის ბარათების მიღება. მოგვიანებით Financial Times-მა განმარტა, რომ დასავლეთის ხელისუფლებამ დაიწყო ზეწოლა თურქეთზე, რათა არ დაეხმაროს რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში. 

გასულ კვირას აშშ-ს ხელისუფლებამ გამოაქვეყნა რეგულარული სანქციების სიები, რომელშიც შედიოდა ეროვნული გადახდის ბარათების სისტემის ხელმძღვანელი, ვლადიმერ კომლევი. მათ ასევე გააფრთხილეს, რომ კომპანიებს, რომლებიც თანამშრომლობენ ეროვნული გადახდის ბარათების სისტემასთან, შეიძლება დაემუქროთ სანქციები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი