პოლიციამ აქციის მონაწილეები ლარსის გამშვებ პუნქტთან არ მიუშვა

გამოქვეყნდა:

ლარსზე ამ წუთებში "დროას" ორგანიზებით აქცია იმართება. პროტესტს სამოქალაქო აქტივისტები, საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები და მოქალაქეები უერთდებიან. 

სამართალდამცავებმა აქციის ჩატარების უფლება ადგილზე შეკრებილებს საზღვრიდან დაახლოებით 5 კმ-ში მისცეს. გამშვებ პუნქტამდე მისვლის უფლება მათ არ აქვთ.

"მოგეხსენებათ როგორი მოძრაობაა, როგორც რუსეთიდან თბილისის მიმართულებით, ასევე, თბილისიდან რუსეთის მიმართულებით გადატვირთულია მოძრაობა და აქციის მონაწილეებს ავუხსენით, რომ არ მოხდეს მოძრაობის კოლაფსი, მოვუწოდეთ, რომ გზის გვერდულზე გაჩერებულიყვნენ", - თქვა პოლიციის წარმომადგენელმა. 

ადგილზე გაშლილია ბანერები, რუსეთის დანაშაულების ამსახველი ფოტოები, საქართველოსა და უკრაინის დროშები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი