
ქვეყნის უსაფრთხოება, რუსების მასობრივი შემოდინება, პუტინის ომი უკრაინაში, ევროკავშირის რეკომენდაციები და რეგიონში მიმდინარე მოვლენები იყო განხილვის თემა ოპოზიციასა და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან გამართულ შეხვედრაზე.
ოპოზიცია ამბობს, რომ ახლა ყველაზე მეტად სტრატეგიული პარტნიორები არიან განაწყენებულები, რადგან მმართველი გუნდის წევრებისგან დასავლეთის მიმართ კრიტიკას ისმენენ.
ოპოზიციის ლიდერებმა თქვეს, რომ ნატო-ს მხრიდან მოისმინეს მკვეთრად კრიტიკული შეფასებები, იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში რეფორმები არ მიმდინარეობს.
მათ შეხვედრაზე ნატო-ს მხირდან საქართველოსთვის კონკრეტული შეიარაღების მიწოდების საკითხიც დააყენეს.