აშშ-ის საელჩო მოსკოვში საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი

გამოქვეყნდა:

რუსეთში ამერიკის საელჩოს ცნობით, მოსკოვმა შეიძლება უარი თქვას აშშ-ის მოქალაქეებისთვის ორმაგი მოქალაქეობის აღიარებაზე და, ხელი შეუშალოს მათ რუსეთიდან გამგზავრებაშიც.

ამასთან უწყების ცნობით მოსალოდნელია, რომ რუსეთმა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს სამხედრო სამსახურში წასვლისკენ მოუწოდოს.

აშშ-ის საელჩო რუსეთში წერს, რომ "თუ გსურთ რუსეთის დატოვება, რაც შეიძლება მალე უნდა გააკეთოთ". კომერციული ფრენის შესაძლებლობები ამჟამად უკიდურესად შეზღუდულია და ხშირად მიუწვდომელი. სახმელეთო მარშრუტები მანქანით და ავტობუსით კვლავ ღიაა.

აშშ-ის საელჩოს აქვს მკაცრი შეზღუდვები აშშ-ის მოქალაქეების დახმარებაზე, მათ შორის ტრანსპორტირების ვარიანტები, და შეიძლება, მოულოდნელად კიდევ უფრო შეზღუდული გახდეს.

საელჩოს ცნობით, აშშ-ის მოქალაქეებმა არ უნდა იმოგზაურონ რუსეთში, ხოლო მათ, ვინც ცხოვრობს ან მოგზაურობს რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ რუსეთი, სანამ კომერციული მოგზაურობის შეზღუდული შესაძლებლობები ჯერ კიდევ რჩება.

უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რუსეთში არ არის გარანტირებული მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება. მოერიდეთ ყველა პოლიტიკურ ან სოციალურ პროტესტს და არ გადაიღოთ ამ მოვლენების ამსახველი ფოტო. რუსეთის ხელისუფლება აკავებს აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრაციებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი