"ოცნების" ხელისუფლებამ უარი თქვა, თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ამერიკის მრავალმილიარდიან შეთავაზებასა და მფრინავების გადამზადებაზე - ვაშაძის სკანდალური განცხადება

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი სკანდალური განცხადება - გიორგი ვაშაძის თქმით, "ოცნების" ხელისუფლებამ უარი თქვა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, ამერიკის მრავალმილიარდიან შეთავაზებასა და მფრინავების გადამზადებაზე.

განცხადება ამის შესახებ ვაშაძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" გააკეთა. 

"ექსკლუზიური ინფორმაციას მოგცემთ ამასთან დაკავშირებით. არსად არ მითქვამს ეს ინფორმაცია და ნუ მეტყვით რა წყაროებიდან მაქვს. უკრაინაში, ომის დაწყების მომენტიდან ამერიკულმა მხარემ, ჩემი ინფორმაციით,  საქართველოს მთავრობას, ეხლა გახდა ეს ჩემთვის ცნობილი, შესთავაზა მრავალმილიარდიანი პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, რაც ნიშნავს, ლენ ლიზებიდან დაწყებული, სხვადასხვა მექანიზმებით , საქართველოსთვის ზეთანამედროვე შეიარაღების მიწოდებას. უფრო მეტიც, ამერიკულ წრეებში განიხილებოდა, როცა უკრაინელი მფრინავები გადამზადებაზე წაიყვანეს, წაეყვანათ ქართველი მფრინავებიც გადამზადებაზე. ამაზე ყველაფერზე უარი თქვა "ქართულმა ოცნებამ". ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი, რომელიც ოცნებამ გადადგა." თქვა ვაშაძემ "მთავარი არხის" ეთერში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი