
დოკუმენტი, რომელზეც რუსეთის დუმის თავმჯდომარე საუბრობდა, მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ შექმნილი ყალბი დოკუმენტი გამოდგა.
რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის მტკიცებით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე სთხოვენ მოაწერონ ხელი დოკუმენტს, რომელიც მათგან რუსეთის ოკუპანტად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევად და აგრესორად აღიარებას ითხოვს.
სინამდვილეში, აღნიშნული “დოკუმენტი” “სირცხვილიას” აქტივისტმა შექმნა და ტელეგრამ ჩატში “ზემო ლარსი - ჩატი” ჩააგდო.
"ფორმა სპეციალურად იყო შედგენილი ორთოგრაფიული შეცდომებით და ის რამდენიმე წუთში წაიშალა რუსების ჩატიდან, ჩვენი აქტივისტი კი დაიბლოკა.
დღეს, რუსეთის დუმაში აღნიშნული “დოკუმენტის” საფუძველზე განიხილება საქართველოში შემოსული რუსების მოღალატეებად გამოცხადების საკითხი - რუსეთის დუმის თავმჯდომარე დაიტროლა." წერს სირცხვილია.