ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის სხვა რეგიონებში რეგისტრირებული ავტომობილებით შესვლა აიკრძალა - მედია

გამოქვეყნდა:

მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებამ რესპუბლიკაში რუსეთის სხვა რეგიონებში რეგისტრირებული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შესვლა აკრძალა.

ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ ხელი მოაწერა განკარგულებას რესპუბლიკაში მაღალი მზადყოფნის რეჟიმის შემოღების შესახებ. 

განკარგულების თანახმად, რუსეთის სხვა რეგიონებიდან მანქანებს რეგიონში შესვლა ეკრძალებათ. შეზღუდვა არ ეხება საქართველოსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში რეგისტრირებულ ავტომობილებს.

დადგენილება გულისხმობს, ხალხმრავალ ადგილებში კვების, გათბობისა და დასვენების პუნქტების მოწყობას და საქართველოს საზღვარზე მოქალაქეებისთვის „სათანადო სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობის“ უზრუნველყოფას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი