კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მეირ ინიცირებულ კანონპროექტის განხილვა დარგობრივ კომიტეტზე ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ერთმანეთს კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და დამოუკიდებელი დეპუტატი - ლევან კობერიძე დაუპირისპირდნენ
მორჩი ბლატაობას...ხელი ჩაწიე... - ასე მიმართა კაკულიამ კობერიძეს, რომელმაც კითხვებისთვის განკუთვნილი დროის გახანგრძლივება მოითხოვა
კანონპროექტს ოპოზიციის მხრიდან მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ კრიტიკული მედიის გაჩუმებას ცდილობს.
ბექაური კი ამტკიცებს, რომ კანონპროექტს არჩევნებთან და პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს. გარდა ამისა, როგოც ის ამბობს, ცვლილებები მაუწყებელს არ შეეხება და ის კონსტიტუციურია.
ცვლილებების მიზანი არი არ არის არა იძულების მექანიზმის გაძლიერება კომპანიების მიმართ, ეს არ გვჭირდება, მძლავრი მექანიზმი ისედაც გაგვაჩნია. ეს ემსახურება მომხმარებლების ინტერესების დაცვას - ამბობ ბექაური.
მაუწყებლის კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვთ არასამთავრობოებს. ისინი ამბობენ, რომ პროექტი არაკონსტიტუციურია. მედიაორგანიზაციები კი ეჭვობენ, რომ ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ თავისუფალ მედიაზე კონტროლს დაწესება სურს, რასაც ის მარგულირებლის ხელით აკეთებს.
მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლები კანონპროექტის გაწვევას ითხოვენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანო ბექაურის ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავს.