
გამოცემა Baza-ს ინფორმაციით, რუსული FSB-ს თანამშრომლებმა ჩრდილოეთ ოსეთში 10-მდე ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან ტაქსის მძღოლები და პოლიციის თანამშრომლები.
გამოცემის ცნობითვე, დაკავების მიზეზი შესაძლოა იყოს კორუფციული გარიგებები პოლიციელებსა და ტაქსისტებს შორის. კერძოდ, ფულის მოკრება მათგან, ვისაც საზღვარზე უფრო სწრაფად მისვლა სურს.
Baza-ს მონაცემებით, დაკავებულია სულ მცირე 2 პოლიციელი.