პროტესტი ლარსზე და რუსი მიგრანტები, რომლებიც საქართველოში შემოსასვლელად, 50 ათას რუბლს იხდიან

გამოქვეყნდა:

ქართველებისთვის გადაკეტილი გზა - პოლიციამ დღეს ოპოზიცია და უკრაინის საელჩოს თანამშრომლები ლარსის საბაჟომდე არ მიუშვა და საპროტესტო აქციის ჩაშლა სცადა, სანაცვლოდ გზა კვლავ გახსნილია რუსი მიგრანტებისთვის. ათასობით ადამიანი, კილომეტრობით გადაჭიმულ რიგში კვლავ დღეების განმავლობაში ელოდება საქართველოში შემოსვლის შანსს. ამ რიგებში უკვე ისმის სროლის ხმა. თაღლითები ფულის გამოძალვით არიან დაკავებული და რუსეთის ხელისუფლება სამხედრო კონტროლს აძლიერებს. საქართველოში გადმოსული რუსები კამერების წინ არ აღიარებენ, რომ ომში გაწვევას გაურბიან და საუბრობენ ტურიზმსა და დასვენებაზე ქვეყანაში, რომლის 20 პროცენტიც ოკუპირებული აქვთ.

ლარსზე რუსეთის მხრიდან კილომეტრიანი რიგები დგას. ოკუპანტების მიერ მოწყობილია ბლოკპოსტიც სადაც რუსეთიდან გამოქცეულ მათივე მოქალაქეებს ამოწმებენ, გაწვეულები არიან თუ არა პუტინის ომში. გარდა ამისა რუსი ჯარისკაცები თანამოქალაქეებს საქართველოში გამოშვების სანაცვლოდ ფულს სძალავენ. ამ ფაქტებზე ჩრდილო ოსეთის ხელისულფებამ გამოძიება დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, თუ მობილიზაციის გამოცხადებამდე საზღვარზე გამოყვანა 3000 ათასი რუბლი ღირდა , ახლა რუსეთის მოქალაქეები თითქმის 50 ათას რუბლს იხდიან. 
 

ფოტო: "დროა"

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი