ფასების ზრდა, სიღარიბის გაღრმავება, სამუშაო ადგილების შეზღუდვა და დამძიმებული კრიმინოგენური ვითარება - ეს არის ის პირველადი შედეგები, რომლებსაც საქართველოში რუსი მიგრანტების მეორე ტალღის შემოსვლა გამოიწვევს. ეკონომისტები ასახელებენ კონკრეტულ მიზეზებს, რომლებიც ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანს და კვლევითი ორგანიზაციები შესაბამის ფაქტებსაც ასაჯაროებენ, მაგრამ ხელისუფლების რეაგირება ნულოვანია. ქართული ოცნების ხელისუფლება უარს ამბობს რუსი მიგრანტების ქვეყანაში შემოშვების რეჟიმის შეცვლასა და საქართველოში დარჩენის ვადის შეზღუდვაზე. ექსპერტები ხელისუფლებას აფრთხილებენ და მოუწოდებენ, რომ რადიკალური ცვლილებები უმოკლეს ვადაში განახორციელოს, ან დაელოდოს მძიმე მიგრაციულ კრიზისს.