
რუსეთის ფედერაციასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ყველა ყველასთვის“ გაცვლაზე - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა უკრაინელი სამხედრო ტყვეების ნათესავებთან და ახლობლებთან შეხვედრისას.
მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ინდივიდუალური გაცვლის ორგანიზებაზეც და „ეს ხანგრძლივი და დამქანცველი პროცესია“.
შეგახსენებთ, 21 სექტემბერს რუსეთის ტყვეობიდან 215 უკრაინელი ჯარისკაცი გაათავისუფლეს. 200 ჯარისკაცი გაცვალეს ღალატში ბრალდებულ პრორუს სახალხო დეპუტატზე, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვედჩუკზე. უკრაინამ ასევე გაცვალა 55 რუსი პატიმარი.
უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლა ერთდროულად ოთხ შტატში მოხდა.
გათავისუფლებულთა შორის არიან "აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი ("კალინა"), ეროვნული გვარდიის მე-12 ბრიგადის მეთაური დენის შლეგა, "აზოვის" მეთაური დენის პროკოპენკო ("რადისი"), "აზოვის" უფროსი ოფიცერი ოლეგ ხომენკო და 36-ე საზღვაო ბრიგადის მეთაური სერხი ვოლინსკი ("ვოლინა").