აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ოთხშაბათს დილის 6:00 საათზე სომხეთმა აზერბაიჯანის პოზიციებზე სროლა დაიწყო, რის შედეგადაც ორი სამხედრო დაიჭრა. უწყების თქმით, აზერბაიჯანმა "საპასუხო ზომები" მიიღო.

საპირისპირო განცხადება გააკეთა სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ. უწყება წერს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ნაღმმტყორცნებითა და დიდი კალიბრის იარაღის გამოყენებით სომხეთის პოზიციების მიმართულებით გაისროლა, რაზეც სომხურმა მხარემ უპასუხა.

ცნობისთვის, მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მას შემდეგ დაიდო, რაც ორი კვირის წინ საზღვარზე შეტაკებებს 200 ჯარისკაცი ემსხვერპლა.

მაშინ სომხეთმა თქვა, რომ აზერბაიჯანი თავს დაესხა მის ტერიტორიას და დაიპყრო დასახლებები მის საზღვრებში. აზერბაიჯანმა კი განაცხადა, რომ მან სომხური მხარის პროვოკაციებს უპასუხა.

ზავის დარღვევაში მხარეებმა ერთმანეთი პარასკევსაც დაადანაშაულეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი