"რუსეთის მოქალაქეების შემოსვლით არ ვიცი რა დამატებითი ძალები შეიძლება შეიკრიბოს, როდესაც აქვე, რამდენიმე კილომეტრში დაახლოებით 10 ათასი რუსეთის ჯარის რეგულარული არმიის შემადგენლობა არის განთავსებული, საქართველოს ტერიტორიაზე... რა თქმა უნდა, ეს რისკები მაღალია, მაგრამ ამით ის არ იზრდება ნამდვილად და კონტროლს რაც შეეხება, ეს არის სრულად ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების მიერ განხორციელებული და კიდევ ერთხელ, აქ იმაზე საუბარი რომ შემოვლენ მოქალაქეები და შემდეგ ამ მოქალაქეების დაცვის მიზეზით შეიძლება რაღაც მოხდეს, - რაც ისწავლა ჩვენმა ხალხმა, ისწავლა რომ მიზეზი არ უნდათ. 3 ომი გვქონდა, სადაც რუსეთი იყო ჩართული და არცერთს არ ჰქონია რაიმე მიზეზი, რომ ის ჩართულიყო"
ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში, რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლაზე ქვეყანაში.