მობილიზაციისთვის თავის ასარიდებლად, ოკუპირებული ცხინვალი მოქალაქეებს დე ფაქტო პასპორტების გამოყენებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას გასცემს და მოქალაქეებს ურჩევს, რადგანაც რეგიონში მცხოვრებთა უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეობაც აქვს, "საზღვრის კვეთისას" სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი გამოიყენონ.

"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს დეპარტამენტის სამხედრო პერსონალს და სამოქალაქო პერსონალს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან გადაკვეთონ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტით. მათ შორის, თან გქონდეთ სამხედრო მოსამსახურის პირადობის მოწმობა, სამხედრო პირადობის მოწმობა და ცნობა სამუშაო ადგილიდან", - წერს ე.წ. სამინისტრო. 

 ე.წ-მა თავდაცვის სამინისტრომ ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ ზემო როკის ე.წ. გამშვებ პუნქტზე ცხინვალში დაბრუნების მსურველ ადგილობრივ მოქალაქეებს, რუსეთის წარმომადგენლებმა სამხედრო-სამობილიზაციო უწყებები გადასცეს. "რადიო თავისუფლების" წყაროს ცნობით, მათ შორის იყო ადგილობრივი „კა-გე-ბე"-ს ერთ-ერთი თანამშრომელი, რის შემდეგაც ცხინვალში ხმაური ატყდა და საზოგადოებამ შეშფოთება ღიად გამოხატა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი