
აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ისევ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი სოციალურ ქსელში წერს, რომ 28 სექტემბერს, საღამოს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ნაღმმტყორცნებიდან და მსხვილი კალიბრის იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ მონაკვეთზე მდებარე სომხურ საბრძოლო პოზიციებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ ალბაჯარის ოლქში, სომხეთის მიერ ცეცხლის გახსნის შესახებ იუწყება და აცხადებს, რომ დაჭრილია ერთი სამხედრო.
ორივე მხარე ამბობს, რომ მათ მიერ გახსნილი ცეცხლი საპასუხო იყო.