ნოვოსიბირსკში სამხედრო კომისარიატის შენობას "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლეს

გამოქვეყნდა:

ნოვოსიბირსკში სამხედრო აღრიცხვის ოფისს "მოლოტოვის კოქტეილები" ესროელს. შემთხვევა ხუთშაბათს დილით მოხდა. 

რეგიონის მთავრობა ამბობს, რომ ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. 

"ნოვოსიბირსკის ოლქის სამხედრო კომისრის ევგენი კუდრიავცევის თქმით, 29 სექტემბერს ქალაქ ნოვოსიბირსკის კიროვსკისა და ლენინსკის ოლქების სამხედრო კომისარიატისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობა იყო", - წერია განცხადებაში. 

სამხედრო კომისარმა განმარტა, რომ მოლოტოვის კოქტეილები ორ ფანჯარაში ისროლეს, თუმცა ხანძრის ჩაქრობა მალევე მოხერხდა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მოქალაქეები კომისარიატის შენობებს ცეცხლს უკიდებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი