დაკეტეთ ლარსი! - 4 საათზე, იუსტიციის სახლთან მოქალაქეები იკრიბებიან

გამოქვეყნდა:

დაკეტეთ ლარსი! -  დღეს, 4 საათზე, ამ მოწოდებით  მოქალაქეები იუსტიციის სახლთან იკრიბებიან და საპროტესტო აქციას გამართავენ. სხვადასხვა პროფესიისა და თაობის წარმომადგენლები დღეს ერთად მოითხოვენ  მიგრაციის პოლიტიკის გადახედვას და ლარსის გამშვები პუნქტის დაკეტავს, სადაც ვითარება ბოლო დღეებია უკონტროლოა. 

ათასობით რუსი მიგრანტი პუტინის ომისგან გაქცევას სწორედ საქართველოში ცდილობს და ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით აპირებს დარჩენას. 

მოქალაქეები ფიქრობენ, რომ რუსი მიგრანტების ნაკადი ქვეყნისთვის პოლიტიკურთან ერთად, სოციალურ და ეკონომიკურ რისკებსაც შეიცავს. 

დღევანდელი აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლიდან მსვლელობით, "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლებენ.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი