ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, ოკუპანტები ოკუპირებულ ლუგანსკში ადამიანების მობილიზაციას იარაღის მუქარით აგრძელებენ. მისივე თქმით, იძულების ფაქტები დაფიქსირდა ფსევდორეფერენდუმებზეც:
"უკრაინის შეიარაღებული ძალები გეგმის მიხედვით მოქმედებს. მათი სამიზნე ოკუპანტები დისლოკაციის და სამხედრო ტექნიკის განთავსების ადგილია. ოკუპანტები დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში ადამიანების მობილიზაციას აგრძელებენ და ცდილობენ ადამიანების იარაღის მუქარით წაიყვანონ. ადამიანების იძულების ფაქტები ფსევდო რეფერენდუმზეც დაფიქსირდა. არაფერს ერიდებიან. ძალიან მცირეა იმ ადამიანების რაოდენობა ვინც რუსეთს მხარს უჭერს. პარტიზანული წინააღმდეგობა ძლიერია. რეზერვისტებად მიჰყავთ ნებისმიერი ადამიანი, არ აქვს მნიშვნელოვანი ჯანმრთელია თუ ავადმყოფი. რუსები ძალიან პრიმიტიულები არიან. იქ მცხოვრები ადამიანები მიატოვეს. რაც შეეხება ბრძოლებს, მტერი მარცხდება. უკრაინელი სამხედროები მათ ანადგურებენ. რუსების გაძევება გარდაუვალია." თქვა გაიდაიმ.