ბათუმში მცხოვრები ბელარუსის მოქალაქეები ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში "ვიზიტს" გმობენ

გამოქვეყნდა:

ბათუმში მცხოვრები ბელარუსები აკრიტიკებენ აფხაზეთში ლუკაშენკოს "ვიზიტს". ისინი აცხადებენ, რომ ეს არის პუტინისა და ლუკაშენკოს ერთობლივად დაგეგმილი პროვოკაცია. ბელარუსიდან დევნილების თქმით, ლუკაშენკო არ წარმოადგენს ბელარუსი ხალხის ინტერესებს და მას უფლება არ აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეხვედრები გამართოს. ბელარუსებმა ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობას.

ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ, 28 სექტემბერს ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი