ცნობილია რუსი გენერალი, რომელიც ხელმძღვანელობდა აზოვსტალის შტურმს და მარიუპოლის აღებას - SBU

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა [SBU] დაადგინა იმ რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის ვინაობა, რომელმაც უშუალოდ გასცა მარიუპოლის დაკავებისა და აზოვსტალის შტურმის ბრძანება. SBU-ს პრესსამსახურის ცნობით, ის. რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-8 გვარდიის შეიარაღების არმიის მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდვიჩევია.

SBU-ს ცნობით, მორდვიჩევი უშუალოდ ახორციელებდა საოკუპაციო დანაყოფების სამხედრო დაგეგმვასა და კოორდინაციას საბრძოლო მოქმედებებში. მანვე გასცა მარიუპოლის ოლქის აღების ბრძანება და მისი  დავალებით, რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურა, დახოცეს მშვიდობიანი მოსახლეობა.

„გამოძიების თანახმად, 2022 წლის თებერვლიდან ის ხელმძღვანელობდა დონეცკის რეგიონის ტერიტორიების დაკავებას და პირადად მონაწილეობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში. მარიუპოლის ოკუპირებული ნაწილის ტერიტორიაზე ყოფნისას, მორდვიჩევმა გამართა შეხვედრა კადიროვთან, დაამტკიცა ქალაქის საბოლოო აღების გეგმა, ბლოკადა და შემდგომი თავდასხმა აზოვსტალზე და იქ მყოფების უმოწყალო მკვლელობები" - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალები.

მორდვიჩევი უკრაინამ ომის დამნაშავედ გამოაცხადა და მის წინააღმდეგ, შესაბამისი მუხლებით, სისხლის სამართლის საქმეები აღძრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი