
რუსი ოკუპანტები მარიუპოლში პედაგოგებს და ექიმებს 1 იანვრამდე რუსული პასპორტების აღებას აიძულებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრ ანდრიუშჩენკო ავრცელებს.
ანდრიუშენკო სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსი ოკუპანტები მათ პასპორტის აღებას, 1 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე პერიოდში აიძულებენ.
" ყველა პედაგოგს, ექიმს მოეთხოვებათ რუსული პასპორტების აღება 1 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე პერიოდში. ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან განსხვავებით, ისინი ვალდებული არიან უპირობოდ გადასცენ უკრაინული პასპორტები რუს ოკუპანტებს ", - განაცხადა ანდრიუშჩენკომ