ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რას ფიქრობს რუსეთი, არამედ ჩვენს სამხედრო პოტენციალზე - პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაიბრუნოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორია, მიუხედავად იქ ჩატარებული ფსევდორეფერენდუმებისა და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მუქარისა, რომ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს - ამის შესახებ Associated Press-თან ინტერვიუში პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ რუსეთი უახლოეს დღეებში გამოაცხადებს  დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას, ბრძოლის ველზე არაფერი შეიცვლება.

„ჩვენს ტერიტორიას სამხედრო გზით გავათავისუფლებთ. ჩვენი ქმედებები დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რას ფიქრობს ან სურს რუსეთს, არამედ სამხედრო პოტენციალზე, რომელიც უკრაინას გააჩნია“, - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ მიტაცებული მიწების დაბრუნება და ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მისი ევროპელი მეზობლებისთვისაც.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი იგრძნობს, რომ აქვს უფლება დააშანტაჟოს მსოფლიო, აწიოს ფსონები, კონფლიქტის ესკალაცია და თავი გამარჯვებულად მიიჩნიოს ევროპის წინააღმდეგ სასტიკ ომში“, - ამბობს პოდოლიაკი.

სწორედ ამიტომ, მისი თქმით, ევროპაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია უკრაინის ტერიტორიის სრული გათავისუფლება.

რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან, ბირთვული მუქარის კომენტირებისას, პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინა ამას სერიოზულად იღებს -" ჩვენ გვესმის, რა სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე“.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი