
დანიის დედოფალმა, მარგრეტ II-მ 4 შვილიშვილს სამეფო ტიტულები ჩამოართვა, - ამის შესახებ ინფორმაციას guardian ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დედოფალს სურს, რომ მისი უმცროსი ვაჟის, პრინც იოახიმის 4 შვილმა ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრონ.
"2023 წლის 1 იანვრიდან პრინც იოახიმის შვილები მხოლოდ მონპეზას გრაფისა და გრაფინიას ტიტულებით ისარგებლებენ და პრინცისა და პრინცესის ტიტულებს ვეღარ გამოიყენებენ. წინა წლებში ანალოგიური ნაბიჯები ევროპის სხვა სამეფო ოჯახებმაც გადადგეს“- წერია სამეფო სახლის განცხადებაში.